Aa
Aa

"ბარსელონა" მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„კატალონიის ბარსელონა“ უახლოეს მომავალში ლიონელ მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ეს ინფორმაცია „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ გაასაჯაროვა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსასთან“ ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და კლუბს საკუთარი მომავალი 2021 წლამდე დაუკავშირა. მიუხედავად ამისა კატალონიელები მზად არიან „ლა პულგას“ წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყონ.

„ბარსელონას“ გეგმების შესახებ ბარტომეუმ ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა: „გვინდა მესის გრძელი კარიერა ჰქონდეს, რათა მისი თამაშით სიამოვნების მიღება გავაგრძელოთ. ლიონელმა საზღვრები დაამსხვრია. მას ყველა აღმერთებს და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგები აპლოდისმენტებით ხვდებიან“.

„ჩვენ ლეოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვაპირებთ. არგენტინელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. იგი მუდამ პროგრესს განიცდის და ვთვლით, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს. სწორედ ამიტომ მესის წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს მომდევნო თვეებში დავიწყებთ“.

„ლეოს „ბარსელონას“ გარდა არსად უთამაშია. საუბარი მხოლოდ საფეხბურთო მხარეზე არაა. არგენტინელს ბლაუგრანასთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რომელიც სამუდამოდ გასტანს. პელეს მაგალითი ხშირად მომყავს. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კარიერა „სანტოსში“ გაატარა და ჩვენც გვსურს, რომ მესის სახელი მხოლოდ და მხოლოდ „კატალონიის ბარსელონას“ უკავშირდებოდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები