რონალდუმ უკან დაიხია...
Aa
Aa

რონალდუმ უკან დაიხია...

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ "ატლეტიკოსთან" წაგებული დერბის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა, რასაც მოვლენათა აბსოლუტურად ლოგიკური, მაგრამ მოთამაშისთვის არასასურველი განვითარება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ "კრიშტიმ" შემდეგი განაცხადა: "ამ გუნდში ყველა ჩემი დონის მოთამაშე, რომ იყოს "რეალი" მსოფლიოში კლუბი იქნებოდა". აი ასეთი პირდაპირი და ცოტა არ იყოს არაკოლეგიალური იყო პორტუგალიელი...

ბუნებრივია ეს განცხადება განხილვის საგანი გახდა და კომენტარი მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ რონალდუ ბოდიშს არ მოიხდიდა მას კლუბის დატოვება მოუწევდა.

თუმცა, როგორც დღეს ირკვევა, კრიშტიანუ გუნდის კაპიტან სერხიო რამოსსა და კიდევ სხვა "რეალში" ავტორიტეტულ პიროვნებებს ესაუბრა და ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა. რაც, ამ მოცემულობით, კონფლიქტის დასასრულს ნიშნავს, თუმცა რამდენ ხანს აიტანენ მათ კლუბზე მსგავსი შეხედულების მქონე ფეხბურთელს მსოფლიოს უტიტულოვანესი კლუბის ბოსები ეს კიდევ საკითხავია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები