კვეკვესკირის ბრწყინვალე პასი და მორიგი 3 ქულა
Aa
Aa

კვეკვესკირის ბრწყინვალე პასი და მორიგი 3 ქულა

ყაზახეთის პრემიერლიგის 2019 წლის სეზონის მესამე ტურში ''ტობოლმა'' სტუმრად ყარაგანდის ''შახტიორი'' დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი სტუმრებმა 88-ე წუთზე გაიტანეს, შეტევა კვეკვესკირის აქტიური თამაშისა და ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ განვითარდა და გოლით დასრულდა. გოლის ავტორია აფრიკელი სენინ სებაი.

 

''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს. არბიტრმა მე-5 წუთზე კანკავა გააფრთხილა.

საწყის სამ ტურში ''ტობოლმა'' ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და 9 ქულით პირველ ადგილზეა. კვეკვესკირისა და კანკავას გუნდმა 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

მე-4 ტურში ''ტობოლი'' ''აქტობეს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება.

ფოტო: fctobol.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები