პიანიჩისა და იოვიჩის აგენტი ''რეალის'' გენერალურ მენეჯერს შეხვდა
Aa
Aa

პიანიჩისა და იოვიჩის აგენტი ''რეალის'' გენერალურ მენეჯერს შეხვდა

ლუკა იოვიჩისა და მირალემ პიანიჩის აგენტი ფალი რამადანი მადრიდის ''რეალის'' საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ესპანური სატელევიზიო პროგრამის El Chiringuito-ს ცნობით რამადანი ''სამეფო კლუბის'' გენერალურ მენეჯერს, ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა. 

მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ტურინის ''იუვენტუსის'' ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შეძენა ზაფხულში სურს. ამავე დროს მისი სურვილების სიაში ფრანკფურტის ''აინტრახტში'' მოთამაშე ლუკა იოვიჩის შეძენაც შედის, თუმცა ესპანური მედიის ცნობით 21 წლის ხორვატი კატალონიის ''ბარსელონაში'' გადასვლასთან ახლოსაა.

Tuttosport-ის ინფორმაციით ზინედი ზიდანმა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პიანიჩის გადაბირების საჭიროებაში დაარწმუნა. AS-ის ცნობით 28 წლის ბოსნიელი ნახევარმცველის სატრანსფერო თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო იოვიჩის სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 21 წლის ლუკა იოვიჩი ლისაბონის ''ბენფიკას'' საკუთრებაა და 2017 წლიდან გერმანულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები