Aa
Aa

ვაისი: ''წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ''

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' შვეიცარიას უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი: ''შესარჩევ ციკლში ჩვენი მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით. შვეიცარიასთან მატჩს დანაკლისით ვხვდებით, თუმცა გიორგი ქვილითაია, ოთარ კაკაბაძე და ჯანო ანანიძე დაგვიბრუნდნენ.

ვიცი რომ მეტოქეს შაჩირი და სეფეროვიჩი დააკლდება, მაგრამ მათ თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა.

 

საქართველოში ბევრი ტალანტია. მათი ნაწილი იხსნება და პროგრესირებს, ნაწილი კი იკარგება. სასიხარულოა, რომ ხარაბაძე და არველაძე ჩაკვეტაძის მსგავსად წარმატებულად ასპარეზობენ. არველაძე ძალიან ნიჭიერია და შესაძლოა მისი დებიუტი შვეიცარიასთან შედგეს.

ხვალინდელ მატჩში ფავორიტი შვეიცარიაა, თუმცა ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის. ფიფას რეიტინგში შვეიცარია მეშვიდე ადგილზეა, შვეიცარიის ნაკრებმა ბელგია 5:2 დაამარცხა. ამით ყველაფერი ნათქვამია.

ქომაგთა მხარდაჭერა განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს სჭირდებათ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. როცა სტადიონზე 55 000 ქომაგია, ჩვენი თამაშის ხარისხი 30 პროცენტით უმჯობესდება.''

ვაისმა შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის კომენტარსაც უპასუხა:''პეტკოვიჩს დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ქართული სტილი და ვცდილობთ ქართული, ტექნიკური ფეხბურთი ვითამაშოთ.''

შეგახსენებთ, პეტკოვიჩმა საქართველსო ნაკრებზე საუბრისას განაცხადა: ''ქართველების ფეხბურთი რუსული სტილისაა, ცოტა ბრაზილიური იდეით.''

იხილეთ ნიკა კვეკვესკირისა და გურამ კაშიას კომენტარები

 საქართველო - შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. 

 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები