Aa
Aa

ნამდვილი თრილერი! ანტეტოკოუნმპო ემბიდის წინააღმდეგ!

ჯოელ ემბიდის „ფილადელფია“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. „სევენთი სიქსერსმა“ მორიგ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი  გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, „მილუოკი“, დაამარცხა.

„სიქსერსისა“ და „ბაქსის“ დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და ნამდვილი თრილერი გამოდგა. „ხარირმების“ ბერძენმა კალათბურთელმა, იანის ანტეტოკოუნმპომ, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 52 ქულა დააგროვა. თუმცა მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც ვერ მოახერხეს და 125-ით 130 წააგეს. სტუმრებმა ჯოელ ემბიდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით იმარჯვეს, რომელმაც თავი 40 ქულას მოუყარა.

„მილუოკისა“ და „ფილადელფიას“ მატჩში NBA-ის ისტორიაში შევიდა. 1966 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მოწინააღმდეგე გუნდებში მოასპარეზე კალათბურთელებმა მინიმუმ 40 ქულა და 15 მოხსნა მიითვალეს. ბოლოს ასეთი რამ უოლტ ბელამიმ და ელჯინ ბეილორმა გააკეთეს.

ტრიუმფატორი „ფილა“ 45 მოგებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციას იკავებს. ჯოელ ემბიდს და კომპანიას „მილუოკისა“ და „ტორონტოს“ დაწევა ძალიან გაუჭირდებათ. „სევენთი სიქსერსის“ მთავარი მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა. ბრეტ ბრაუნის ბიჭები უშუალო მდევარს, „ინდიანა პეისერსს“ მხოლოდ და მხოლოდ 1 მოგებით უსწრებენ.

ასევე იხილეთ - ბითაძეს მორიგი MVP-ის ტიტული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები