ის ბურთი არ უნდა გაგეშვა ჯიჯი -
Aa
Aa

ის ბურთი არ უნდა გაგეშვა ჯიჯი - "პსჟ" ბუფონს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს

L'Equipe-ის ინფორმაციით, ტომას ტუხელი ახალი სეზონიდან "პსჟ"-ს შემადგებლობის გადახალისებას გეგმავს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდიდან დანი ალვეში წავა, შესაძლოა კაპიტანი ტიაგო სილვაც წავიდეს.

დღეს კი ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ ჯიჯი ბუფონის სახელიც ახსენა. კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

ჯიჯის 1+1 სისტემის ხელშეკრულება ჰქონდა. თუ ის კონდიციებს შეინარჩუნებდა და კლუბიც მისით კმაყოფილი დარჩებოდა ახალი ხელშეკრულებაც გაფორმდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაშვებული შეცდომის შემდეგ ბუფონის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. ტუხელს გუნდში მისი ხილვა აღარ სურს.

წყაროს ცნობით, ბუფონის პარიზული ვოიაჟი დასასრულისკენ მიდის.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ "იუვენტუსი" 2018 წლის ზაფხულში დატოვა და როგორც თავად განაცხადა, "პსჟ"-ში ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადავიდა. საბოლოოდ ვხედავთ თუ სად არიან ამჟამად პარიზელები და სად ტურინელები...

ასევე იხილეთ - ტოჩინოშინმა დღემდე წაუგებელი მონღოლი გოლიათი უშანსოდ დაამარცხა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები