Aa
Aa

ტოჩინოშინმა დღემდე წაუგებელი მონღოლი გოლიათი უშანსოდ დაამარცხა!

"ჰარუ ბაშოს" მე-8 დღეს ლევან გორგაძე მონღოლ გოლიათს მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა და ძალიან დამაჯერებლად იორიკირის ილეთით დაამარცხა.

იჩინოჯო მიმდინარე ბაშოს ერთ-ერთი ფავორიტად მოგვევლინა და დღემდე 7-დან შვიდი მოგება ჰქონდა.

ტოჩინოშინი იჩინოჯოს დღევანდელ დღემდე სულ 18-ჯერ შეხვდა და 13-ჯერ დაამარცხა.

ლევანმა სასტარტო დაჯახებისას თითქოს ჰენკაზე დაქნევა გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ მონღოლს მავაში მისთვის ძალიან კომფორტულად აუღო და დოჰიოდან პრობლემების გარეშე გადაიყვანა.

ამრიგად ტოჩინოშინს მოგება წაგებათა ბალანსი 5-3-ზე აქვს და ტურნირის მე-9 დღეს მისი მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელიც ამჟამად ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება და ყველა ბრძოლა წაგებული აქვს.

ლევანი შოდაის სულ 12-ჯერ შეხვდა 5-ჯერ გაიმარჯვა და 7-ჯერ დამარცხდა.

ასევე იხილეთ - გრიზმანი იმედგაცრუებულია და "ბარსელონაში" გადასვლას გეგმავს!

ცხელი ამბები