„ბარსელონა“ ამ კვირაში დანი ალვეშს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
Aa
Aa

„ბარსელონა“ ამ კვირაში დანი ალვეშს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

როგორც ესპანური ინტერნეტ- გამოცემა „sport“-ი იტყობინება, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა დანი ალვეშისთვის 2 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად ახალი ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება მიმდინარე კვირაშიც კი მოხდეს. „ბარსელონას“ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან შეთანხმებით მიიღო, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დანი ალვეშს სრულ ნდობას უცხადებს.

 

ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე კი ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი აცხადებდა, რომ მის კლიენტს „მანჩესტერ სიტისგან“ საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები