ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს?
Aa
Aa

ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს?

მადრიდის "რეალის" თინეიჯერმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა "აიაქსთან" გამართული მატჩისას მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზინა და როგორც დღევანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.

"რეალმა" ოფიციალური განცხადებით ფეხბურთელის ტრავმა დაადასტურა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი არ დაუსახელებია. მადრიდული გამოცემების - AS-ისა და Marca-ს თქმით, ვინისიუსი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც მისთვის პრაქტიკულად სეზონის დასრულებას ნიშნავს. არადა, თინეიჯერი ტალანტი რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის ნაკრებშიც გამოიძახეს.

18 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო, ესპანეთის თასზე 8 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4-ჯერ ითამაშა.

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის "რეალმა" 56 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრაზილიური "ფლამენგოდან" შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები