სარი:
Aa
Aa

სარი: "დროა ყველაფერი წარსულში დავტოვოთ"

მაურიციო სარის „ჩელსიმ“ „ტოტენჰემთან“ ურთულესი გამოცდა ჩააბარა და ლონდონურ დერბიში დამაჯერებლად, 2-0, იმარჯვა. „არისტოკრატების" რიგებში თავი პედრომ გამოიჩინა, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ტრიპიერმა შეაგდო.

„ლურჯების“ გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ, მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა და ძირითად შემადგენლობაში ვილი კაბალიერო გახლდათ გამწესებული. ამ გადაწყვეტილების შესახებ მატჩისშემდგომ ინტერვიუში იტალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა და განაცხადა: „ეს გუნდისთვის გზავნილი იქნება. ჩვენი მთლიანი ჯგუფი ვართ და არა 25 მოთამაშე“.

„სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. კეპამ დიდი შეცდომა დაუშვა და კლუბს ბოდიში უკვე მოუხადა (ერთი კვირის ხელფასის დაკავებაზეა საუბარი). ამ მატჩში მან იგივე თანაგუნდელებისთვის გააკეთა. ახლა დროა ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და მომავალზე ვიფიქროთ“.

„კეპა ჩვენი ძირითადი მეკარეა. ვერ გეტყვით იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში მომდევნო შეხვედრაში, თუმცა სამომავლოდ გასამართი ორი დაპირისპირებიდან ერთს ნამდვილად დაიწყებს“.

„ჩვენ მისი კარიერის განადგურებას არ ვაპირებთ. იგი ახალგაზრდაა და ამ ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს“.

„ტოტენჰემთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ჩელსის“ 53 ქულა დაუგროვდა. „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და მეექვსე ადგილს იკავებენ. „ლურჯებს“ მომდევნო შეხვედრაში კვლავ ლონდონური დერბის გამართვა მოუწევთ და კლაუდიო რანიერის „ფულემს“ შეერკინებიან.

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები