Aa
Aa

მოურინიო: "აზარს „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკის წინაშე ღირსეულად წარსდგომა ნამდვილად შეუძლია"

ჟოზე მოურინიომ პრესასთან ედენ აზარის მომავლის შესახებ ისაუბრა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით ბელგიელს მადრიდის „რეალის“ მაისურის ტარება ნამდვილად შეუძლია.

„მთელი კარიერის „ჩელსიში“ გატარება, თუ „რეალის“ მსგავს უდიდეს გუნდში გადასვლა? ამის შესახებ აზართან არ მისაუბრია, თუმცა მისი ნიჭი ედენს „სამეფო კლუბში“ თამაშის შესაძლებლობას აძლევს და მას ამის გაკეთება შეუძლია.

მას „რეალის“ მაისურის ტარება და „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკის წინაშე ღირსეულად წარსდგომა ნამდვილად შეუძლია.

მე ასე ვთვლი, თუმცა აზარი ყველაფერს თავისით გადაწყვეტს. წინასწარ პროგნოზის გაკეთებას არ ვაპირებ“.

ედენ აზარი მადრიდის „რეალის“ მთავარ სამიზნედ ითვლება, თუმცა როგორც ცნობილია „ჩელსის“ FIFA-მ სატრანსფერო ბანი დაადო და უახლოესი ორი ფანჯრის დროს ლონდონელები ვერავის შეძენას ვერ მოახერხებენ, რაც აზარის გუნდიდან წასვლის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები