როგორი ფორმებით ითამაშებენ გრანდები 2019-2020 წლების სეზონში
Aa
Aa

როგორი ფორმებით ითამაშებენ გრანდები 2019-2020 წლების სეზონში

ფეხბურთის გულშემატკივარს ყოველთვის აინტერესებს თუ როგორი მაისურით ითამაშებს თავისი საყვარელი გუნდი ახალ სეზონში.

ახალი ფორმა კლუბებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა.

ყველას კარგად ახსოვს რა მოგებაც ნახა „იუვენტუსმა“ რონალდუს 7 ნომრიანი მაისურებით. პორტუგალიელში გადახდილი თანხა „ბებერმა ქალბატონმა“ ერთ თვეში თითქმის მთლიანად ამოიღო.

ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე გრანდის ახალი მაისურები, რომლებითაც ისინი 2019-2020 წლების სეზონში ითამაშებენ.

ბარსელონა

თავიანთი ისტორიის მანძილზე პირველად „ბარსა“ არ ითამაშებს ზოლებიანი ფორმით. გვახსოვს, რომ კატალონიელებმა ვერტიკალური ზოლები ერთ სეზონში ჰორიზონტალურით შეცვალეს და ეს არსებობის მანძილზე პირველად მოხდა.

ამჯერად „ბლაუგრანას“ ფორმა ჭადრაკის დაფის სტილში იქნება. ვალვერდეს შეგირდები ხორვატიის ნაკრების მსგავსი მაისურებით ითამაშებენ.

რაც შეეხება გასვლით ფორმას, „ბარსა“ ყვითელ ფერს ხშირად იყენებს და ეს ამ შემთხვევაშიც იქნება. ყვითელ ფორმაზე წითელ-ლურჯი ზოლი ვერტიკალარუდ იქნება განთავსებული.

ჩელსი

„არისტოკრატები“ ახალ სეზონში ოდნავ სახეცვლილი ფორმებით იასპარეზებენ.

რა თქმა უნდა ლურჯი ფერი რჩება, თუმცა ფორმის მკლავებზე და საყელოზე წითელ-ლურჯ-თეთრი ზოლები იქნება დატანებული.

არსენალი

„მეთოფეები“ 1994 წლის სტილს უბრუნდებიან და მსგავსი ფორმებით ითამაშებენ.

ასეთი მიდგომა ახალი არ გახლავთ. კლუბები ისტორიას ხშირად იმეორებენ და 20-30 წლის წინანდელი ფორმების მიმსგავსებულ ვერსიებს ხშირად ირგებენ.

„არსენალს“ ადიდასთან 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რა დროშიც ლონდონელები 300 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

ინტერი

მილანელები ახალი სეზონიდან განსხვავებული ფორმებით ითამაშებენ. მკლავებზე თეთრი რკალის გარდა, „ინტერს“ Firelli-ის წარწერის ფონზე შავ-ლურჯი ზოლები ჰორიზონტალურად ექნება განლაგებული, რაც მაისურს ორიგინალურს ხდის.

 

მილანი

„როსონერის“ მაისური საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. „მილანი“ საშინაო ფორმაზე ახალი სეზონიდან 20 შავ-წითელ ზოლს გამოიყენებს.

ახალი ფორმები პიონტეკის გვარითა და ნომრით სავარაუდოდ დიდი რაოდენობით გაიყიდება.

იუვენტუსი

„ბებერი ქალბატონის“ ახალი ფორმა ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა არსებობს ერთი ყველაზე რეალური ვერსია, რომელსაც მალე გაოფიციალურებას უწინასწარმეტყველბენ.

„იუვეს“ მაისურზე ზოლები აღარ ექნება. მხოლოდ შავი და თეთრი, ორ ნაწილად გაყოფილი.

მსგავსი რამ ტურინელთათვის სიახლეა და საინტერესოა რა რეაქცია ექნებათ ქომაგებს.

რეალი

„იუვენტუსის“ მსგავსად „რეალის“ ახალი ფორმაც ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, მაგრამ არსებობს ყველაზე მყარი ვერსია, რომელიც ინტერნეტში უკვე გავრცელდა.

მადრიდელთა ტრადიციულ თეთრ ფერს, საგარეო მატჩებში შავი ჩაანაცვლებს, რომელსაც წინა მხარეს ორიგინალური თეთრ-შავი ზოლი ექნება დატანებული.

ასევე იხილეთ - რონალდუ: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები