Aa
Aa

მამუკელაშვილის 17 ქულა "კრეიტონთან"

NCAA-ს "ბიგ ისთის" კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” სტუმრად “კრეიტონი” 81:75 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35 წუთი დაჰყო.

ამ დროის განმავლობაში სანდრომ 17 ქულა ,9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბიგ ისთის" კონფერენციაში სეტონ ჰოლი 6-5 ბალანსით მესამე ადგილზე იმყოფება.

20 თებერვალს მომდევნო შეხვედრაში  მამუკელაშვილის გუნდი "ქსავიერს" უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები