ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე დღეს „რეალმა“ და „ტოტენჰემმა“ იმარჯვეს. „სამეფო კლუბმა“ სტუმრად „აიაქსი“ დაამარცხა, „დეზებმა“ კი „უემბლიზე“ „დორტმუნდს“ სძლიეს.
განსხვავებული ატმოსფერო
„აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პლეიოფის შეხვედრა 2006 წლის შემდეგ პირველად გამართა.
„იოჰან კრუიფის სტადიონზე“ მისულ ქომაგებს წესითა და რიგით რაღაც განსხვავებული უნდა ეხილათ. და მართლაც! „აიაქსმა“ მათი მოლოდინი გაამართლა.
„ღვთის შვილებმა“ ადგილობრივი მევიოლინე დაიქირავეს და მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრების განწყობაზე სწორედ ის ზრუნავდა.
ჰიონ მინ სონისა და „დორტმუნდის“ "სასიყვარულო ისტორია"
სერხიო აგუერო „ნიუკასლის“ წინააღმდეგ. დიდიე დროგბა „არსენალის“ წინააღმდეგ. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც კონკრეტული გუნდების პირისპირ თამაში და მათი კარის აღება დიდ სიამონებას ანიჭებთ.
ჰიონ მინ სონი ერთ-ერთი მათგანია. სამხრეთ კორეელს „დორტმუნდთან“ 11 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.
ბენზემა სუპერვარსკლავების მხარდამხარ
სიმბოლურია რომ კარიმ ბენზემამ „აიაქსთან“ მატჩის მესამოცე წუთზე ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მესამოცე გოლი გაიტანა.
ფრანგმა თავდამსხმელმა გენიალური ფეხბურთელების გვერდით დაიკავა ადგილი და კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის და რაულს შეუერთდა.
ფავრის უცნაური მისალმება
„დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი, ლუსიენ ფავრი, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩს სურდოს გამო ვერ დაესწრო. შვეიცარიელი სპეციალისტი „უემბლიზე“ თბილად ჩაცმული მივიდა, თუმცა თავი მაინც დაიზღვია.
ფავრი შეხვედრის დაწყებამდე პოჩეტინოს უცნაურად მიესალმა და ხელის ჩამორთმევის ნაცვლად მუშტი გაუწოდა. ლუსიენს ალბათ ბაქტერიების შეეშინდა...

„აიაქსის“ გოლკიპერს არ გაუმართლა
„აიაქსის“ მეკარეს, ანდრე ონანას, „რეალთან“ შეხვედრა ცუდ მოგონებად დარჩება. კამერუნელმა კიპერმა ორი გოლი გაუშვა და ერთ მომენტში დაცინვის ობიექტად იქცა.
ონანა ბურთის მოსაგერიებლად ემზადებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი პლასტმასის ჭიქასთან „კონტაქტში შევიდა“ და ჰოლანდიელთა კარის დარაჯი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
Peccato non sia finita in porta #Onana #AjaxRealMadrid #ChampionsLeague pic.twitter.com/beCYSX3isj
— Ariele Mombelli (@96mombe) February 13, 2019