პოლ სქოულზის წარმატებული სტარტი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის, პოლ სქოულზის, სამწვრთნელო კარიერამ წარმატებული სტარტი აიღო. ინგლისელის დამოძღვრილმა „ოლდჰემმა“ საკუთარ მოედანზე „იოვილი“ მიიღო და მეტოქე 4-1 გაანადგურა.
მასპინძლების მხრიდან თავი ბაქსტერმა, ლენგმა, მისილუმ და მაოუჩიმ გამოიჩინეს. სტუმართა გუნდიდან კი ერთადერთი გოლი ბევის მუგაბის ანგარიშზეა.
სქოულზი საკუთარი შეგირდების თამაშით კმაყოფილი გახლდათ და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ზუსტად ისე ვიასპარეზეთ, როგორც მინდოდა. მსურს თითოეულმა ფეხბურთელმა თამაშისგან სიამოვნება მიიღოს და ქომაგები გაახაროს. ბედნიერი ვარ სადებიუტო შეხვედრაში სამი ქულა რომ ავიღეთ. ბავშვობაში ამ სტადიონზე ხშირად მოვდიოდი და ვიცი რას ნიშნავს, როცა შენი საყვარელი გუნდი წარმატებას აღწევს“.
სქოულზის კოლექტივი ინგლისის ლიგა ორში ასპარეზობს და 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. „ოლდჰემი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და მეშვიდე პოზიციაზე მყოფ „ფორესტ გრინს“ 6 ქულით ჩამორჩება.