რატომ ვერ იგებს „არსენალი“ პრემიერლიგას? ამ კითხვაზე პასუხი დანი ალვეშმა გასცა
Aa
Aa

რატომ ვერ იგებს „არსენალი“ პრემიერლიგას? ამ კითხვაზე პასუხი დანი ალვეშმა გასცა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის „ბარსელონა“ „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით კომენტარი კატალონიელთა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა გაკეთა და იმ თემასაც შეეხო, თუ რა აკლია „არსენალს“ პრემიერლიგის მოსაგებად.

"არსენალს" ხანდახან სიმწიფე და გამოცდილება აკლია. ლონდონელებს ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ. მათ ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, თუმცა ამ ტემპის შესანარჩუნებლად და ტიტულების მოსაგებად უფრო მეტია საჭირო. "არსენალის" ფეხბურთელები ბურთთით კარგად მუშაობენ, ორგანიზებულად მოქმედებენ, ტაქტიკურად მომზადებულნი არიან, თუმცა ეს არ არის ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი. ახალგაზრდა ფეხბურთელები შეტევაში მიდიან, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც თამაშზე კონტროლი უნდა დააწესო - განაცხადა დანი ალვეშმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები