Aa
Aa

მესი და სალაჰი Pepsi-ს ახალ რეკლამაში

მოჰამედ სალაჰი და ლიონელ მესი გამაგრილებელი სასმელის, „პეპსის“ ახალ რეკლამაში გადაიღეს. სალაჰი 2016 წლიდან „პეპსის“ ბრენდის ელჩია და ეს პირველი სარეკლამო რგოლია, რომელშიც ეგვიპტელმა ფეხბურთელმა სასმელი გაარეკლამა. მოჰამედ სალაჰმა სარეკლამო რგოლის 30 წამიანი ვერსია Twitter-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

„პეპსის“ სარეკლამო რგოლები ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით ყოველთვის გამოირჩეოდა. კომპანიას ისეთ ფეხბურთელებთან ჰქონდა კონტრაქტი, როგორებიც დევიდ ბექჰემი, რობერტო კარლოსი და კარლი ლოიდი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები