თბილისის ''დინამომ'' სლოვენიური ''მარიბორი'' დაამარცხა
Aa
Aa

თბილისის ''დინამომ'' სლოვენიური ''მარიბორი'' დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე თბილისის ''დინამომ'' ამხანაგურ მატჩში სლოვენიური ''მარიბორი'' 3:0 დაამარცხა. თბილისური გუნდიდან ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ლევან კუტალიას ანგარიშზეა.

 

ზაურ სვანაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: პერალესი, რუხაია (გაბიტაშვილი 81), მეჯუბი (ძოწენიძე 75), მონხილი (კობოური 75), იაშვილი (ნოჩე 70), ზარია (ქარდავა 67), კუხიანიძე (ნინუა 67), შენგელია (ერგემლიძე 70), შულაია (როხანო 65), კარბია, კუტალია

შეგახსენებთ, თურქულ შეკრებაზე ''დინამომ'' პირველი ამხანაგური მატჩი პლოვდივის ''ლოკომოტივთან'' ფრედ 2:2 დაასრულა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისა და სუბოტიცას ''სპარტაკის'' დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ''შიროკი ბრიეგთან'' შეხვედრაში კი გოლი არ გასულა.

დინამოელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 15 თებერვალს ლატვიურ ''ლიეპაიასთან'' გამართავენ. ლატვიურ კლუბში თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე ირიცხება.

ფოტო/ვიდეო: nkmaribor.com, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები