''სარაგოსას'' ქართველი ახალწვეული მოედანზე 7 თვეში დაბრუნდება
Aa
Aa

''სარაგოსას'' ქართველი ახალწვეული მოედანზე 7 თვეში დაბრუნდება

ესპანურ საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსაში'' 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან გრძელიძე ჩაირიცხა. თბილისის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა შემტევმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უცნაურია ერთი გარემოება, ლევან გრძელიძე ტრავმის გამო მოედანს დაახლოებით 7 თვეში დაუბრუნდება. ამ ფაქტორის მიუხედავად მხარეებს შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია გაიკეთა. CrystalSport-ის ცნობით გრძელიძე მოედანს დაახლოებით 7 თვეში დაუბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

ამპლუით ნახევარმცველმა ლევან გრძელიძემ თბილისის ''ლოკომოტივის'' პირველ გუნდში ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში 3 მატჩი ჩაატარა.

ლევან გრძელიძეს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები