''საბურთალომ'' შვედურ კლუბთან ფრედ ითამაშა
Aa
Aa

''საბურთალომ'' შვედურ კლუბთან ფრედ ითამაშა

საქართველოს ჩემპიონმა ''საბურთალომ'' მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შვედეთის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ ''ესკილსტუნას'' შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისური გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ნიკა მალის ანგარიშზეა. საგოლე გადაცემა ვაგნერ გონსალვეშმა შეასრულა.   

 

პირველ თურქულ შეკრებაზე ''საბურთალომ'' ამხანაგური შეხვედრები რუმინულ ''ვიტორულთან,'' სერბულ ''ნაპრედაკთან,'' ''პანდევ აკადემიასთან'' და მაკედონიურ ''რაბოტნიჩკისთან'' ჩაატარა.

ფოტო/ვიდეო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები