შერმადინის ორმაგი დუბლი
Aa
Aa

შერმადინის ორმაგი დუბლი "რეალის" წინააღმდეგ! "უნიკახამ" ბოლო წამზე მოიგო!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 103:102 გაიმარჯვა.

მალაგელებმა შეხვედრა ბოლო წამზე ფერნანდესის სროლის შემდეგ მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო - 18 ქულა და 10 მოხსნა.

შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც შემოგვთავაზა.

ამ გამარჯვების შემდეგ "უნიკახა" ესპანეთის ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას მალაგელები 5 თებერვალს, ევროლიგის ეგიდით გამართავენ და "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები