უკრაინელი ჟურნალისტი რაკიცკიზე: ''მან ომში დაღუპულებს სულში ჩააფურთხა''
Aa
Aa

უკრაინელი ჟურნალისტი რაკიცკიზე: ''მან ომში დაღუპულებს სულში ჩააფურთხა''

უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ''შახტარის'' მცველ იაროსლავ რაკიცკიზე ისაუბრა, რომელიც დონეცკური კლუბიდან რუსულ ''ზენიტში'' გადავიდა. რუსული მედიის ცნობით რაკიცკიმ ბონუსის სახით ''ზენიტისგან'' 5 მილიონი ევრო მიიღო.

''როდესაც რაკიცკი რუსეთის დროშასთან ფოტოებს იღებდა, კინაღამ წავიქეცი, მე ამის ყურება არ შემეძლო, ეს საზიზღრობაა.

რუსული ტყვიით უამრავი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ''შახტარის'' სტადიონი, სადაც რაკიცკის თამაშის საშუალება არ აქვს. ასევე განადგურდა დონეცკის აეროპორტი.

ამ დროს კი რაკიცკი დგას და რუსეთის დროშასთან ფოტოებს იღებს. ეს საზიზღრობაა. ის ან იდიოტია, ან ნაძირალა.

რაკიცკის ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ მან ყველას, ვინც უკრაინისთვის თავი გაწირა, სულში ჩააფურთხა. რაკიცკი ხვდები დაწყევლილი მილიონების გამო რა იკადრე?''

რაკიცკი 2009 წლიდან ''შახტარის'' ფეხბურთელი იყო და ''ზენიტში'' გადასვლამდე მთელი კარიერა უკრაინულ გუნდში გაატარა. 29 წლის მცველმა, რომელიც დონეცკურ კლუბში დავით ხოჭოლავას კონკურენტი იყო, უკრაინის ეროვნულ გუნდში 54 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები