ეროვნული ნაკრების მეკარე ლუქსემბურგის ჩემპიონატში
ლუქსემბურგის საფეხბურთო ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე ითამაშებს. ფეხბურთელმა ინფორმაცია CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. ''საბურთალოს'' ყოფილი მეკარე ''ეშ ჟენესში'' ჩაირიცხა.
ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კუპატაძის ახალი კლუბი ლუქსემბურგის მიმდინარე ჩემპიონატში 29 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტს 2 ქულით უსწრებს.
''ეშ ჟენესი'' შემდეგ მატჩს 24 თებერვალს ლუქსემბურგის ჩემპიონატში ჩაატარებს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კუპატაძეს რეგულარულად იწვევდა, თუმცა 22 წლის მეკარეს სადებიუტო შეხვედრა არ ჩაუტარებია.
კუპატაძეს ''საბურთალოსა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' უთამაშია. 2018 წლის სეზონში კუპატაძე ''საბურთალოს'' კაპიტნობდა და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

ფოტო: gff.ge, fcsaburtalo.ge