ებრალიძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში
27 წლის ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიის ელიტარული ლიგის ''ნასიონალში'' გააგრძელებს. როგორც მოთამაშემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა მისი გადაბირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი კოშტინია დაინტერესებული იყო და მას პირადად დაუკავშირდა.
ებრალიძის გადაბირების სურვილი რუმინულ და ყაზახურ კლუბებსაც სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა პორტუგალიაში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დამატებით ლა ლიგა 2-ის ''ტენერიფეც'' ინტერესდებოდა.
შეგახსენებთ, ''ნასიონალში'' ავთო ებრალიძის გარდა გიორგი არაბიძე ირიცხება. ასე რომ პორტუგალიურ კლუბში ორ ქართველ გარემარბს ვიხილავთ.
პორტუგალიის 18-გუნდიან უმაღლეს ლიგაში ''ნასიონალი'' 19 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ ''ბოავიშტას'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
Avtandil Ebralidze "Avto" é reforço do CD Nacional.
— Diário de Transferências (@DTransferencias) January 31, 2019
O avançado de 26 anos assinou até ao final da época.
O atleta encontrava-se sem clube após ter terminado a ligação com o GD Chaves. #DeadlineDay pic.twitter.com/23HLoRGrXm
ქართველი მოთამაშე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2013-15 წლებში ''ჟილ ვისენტეს'' მაისურით ასპარეზობდა. პორტუგალიის ელიტარულ ჩემპიონატში 39 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ''პაკოშ ფერეირას'' შეუგდო. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ებრალიძე საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდა და თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე იცავდა ''ვიზეუსა'' და ''ოლივეირენსეს'' ღირსებას.
ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ ''შავეშში'' გაატარა. 27 წლის მოთამაშე ''შავეშის'' შემადგენლობაში გასულ ზაფხულში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა გარემარბმა პორტუგალიის ლიგის თასის 1 შეხვედრაში და პორტუგალიის თასის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.