გიორგი ჯიქია: ''რუსეთის ნაკრებში თამაშს არ ვნანობ''
მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ Commandos-თან ინტერვიუში სანაკრებო არჩევანის შესახებ ისაუბრა. რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა ახსნა რატომაც გადაწყვიტა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში. ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების მაისურით გამოსვლაზე უარი განაცხადა.
გიორგი ჯიქია: ''როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ''ამკარის'' ფეხბურთელი ვიყავი. ამხანაგურ მატჩებში თამაშის უფლება მქონდა, რაც ოფიციალურად რუსეთის ნაკრების სახელით გამოსვლად არ ჩაითვლებოდა. ბევრი ზარი მივიღე, საქართველოშიც ჩავფრინდი, არჩევანი თავად გავაკეთე, რასაც არ ვნანობ.
რატომ ავირჩიე რუსეთის ნაკრები? ეს მხოლოდ ჩემი აზრი იყო, რჩევისთვის მშობლებისთვისაც კი არ მიმიმართავს. რუსეთის ნაკრებში თამაში გადავწყვიტე, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე სირთულეები და წარმატებებს მივაღწიე. იმედი მაქვს რუსეთის ნაკრებისთვის მომავალშიც სასარგებლო ფეხბურთელი ვიქნები.''

რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 25 წლის ფეხბურთელმა ამხანაგური მატჩების ჩათვლით 13 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ტრავმის გამო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი გამოტოვა. ქართული გვარის მქონე მცველი 2017 წლის ზამთარში პერმის ''ამკარიდან'' მოსკოვის ''სპარტაკში'' გადავიდა და მას შემდეგ მოსკოვური გუნდის ღირსებას იცავს.
მიმდინარე სეზონში ჯიქიამ ''სპარტაკის'' შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 17 მატჩი ჩაატარა.
ჩაკვეტაძე ფინალშია ! - ერთი ნაბიჯი კარიერის პირველ ტიტულამდე
ლუჩესკუ, ჩიგრინსკი და რეხვიაშვილის უიღბლო დებიუტი
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია გაანადგურა
მჭედლიძე: ''კლუბში ვრჩები, არ მივდივარ''