''დინამომ''' პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა
საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''დინამომ'' თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი პლოვდივის ''ლოკომოტივთან'' ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ზაურ სვანაძის ფეხბურთელთაგან გოლები არგენტინელი ანტონიო როხანოსა და უკრაინელი ივანისენიას ანგარიშზეა. როხანომ თბილისის ''დინამოში'' პირველი მატჩი ჩაატარა.
თბილისის ''დინამოსთვის'' შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს: სიკაჩი (მამარდაშვილი 30, პერალესი 60), რუხაია, მეჯუბი (გაბიტაშვილი 53), კობოური (ქაფიანიძე 66), იაშვილი (ძოწენიძე 46), ივანისენია (პაპავა 46), კუხიანიძე (ზარია 46), შენგელია (შულაია 56), კარბია, კუტალია, როხანო (ერგემლიძე 58)
თბილისის ''დინამო'' შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას პირველ თებერვალს სუბოტიცის ''სპარტაკთან'' გამართავს.
ფოტო/ვიდეო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური