Aa
Aa

"კარდიფის" მთავარი მწვრთნელის ემოციური ინტერვიუ

ემილიანო სალას გაუჩინარებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. თვითმფრინავს, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იმყოფებოდა რამდენიმე უშედეგოდ ეძებენ. ოფიციალური პირების განცხადებით 28 წლის თავდამსხმელის და პილოტის ცოცხლად პოვნის შანსი არ არსებობს.

ემილიანოს ამჟამინდელი გუნდი, „კარდიფი“, მისი გაუჩინარების შემდეგ პირველ შეხვედრას დღეს, „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უელსური კლუბის თავკაცმა, ნილ უორნოკმა, გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ურთულესი კვირა გამოვიარეთ და სიტუაციის ბოლომდე გააზრებას დღემდე ვერ ვახერხებთ".

"ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვთქვა. ფაქტობრივად არ მძინავს და უკანასკნელი დღეების მანძილზე სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე 24 საათის განმავლობაში ვფიქრობ“.

„ტყუილი იქნება რომ გითხრათ ყველაფერი ჩვეულ სტილში მიმდინარეობს თქო. რა თქმა უნდა ჩემი ასაკიც გარკვეულ როლს თამაშობს. სტრესის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. არ ვიცი „არსენალთან“ დაპირისპირებაზე კონცენტრაციის გადატანას როგორ მოვახერხებ“.

„გუნდში საშინელი ატმოსფერო სუფევს. ყველაზე მეტად ალბათ მე მიჭირს, რადგან ემილიანოს შევხვდი და მას რამდენჯერმე ვესაუბრე. მეგონა სალას ტრანსფერი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა“.

ასევე იხილეთ ბითაძის 10 ქულა და "ბუდუჩნოსტის" მორიგი გამარჯვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები