პაპუნაშვილი ''სარაგოსას'' სასტარტოში დაბრუნდა
Aa
Aa

პაპუნაშვილი ''სარაგოსას'' სასტარტოში დაბრუნდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში ''სარაგოსამ'' ''ლა რომარედაზე'' ''ოვიედო'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობას ქართველი გარემარბი გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა 64-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-9 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედ მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ტრავმის გამო სეზონის პირველ ნახევარში სამი თვე გამოტოვა.

''სარაგოსას'' მხრიდან ალვარო ვასკესმა დუბლი შეასრულა. მან გოლები 76-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა.

22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 26 ქულით მე-14 ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ''სარაგოსას'' მაისურით ჩემპიონატისა და სამეფო თასის ჩათვლით 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

ფოტო:.laliga.es

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები