Aa
Aa

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "ლიმოჟი" დაამარცხა

გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ევროთასის ტოპ 16-ში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ესპანურმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩი „ლიმოჟის“ წინააღმდეგ გამართა და მიჯრით მესამე გამარჯვება გაიფორმა. ესპანელებმა მეტოქეს საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლიეს და მინიმალური სხვაობით, 78-77, მოიგეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. გიორგიმ მოედანზე ზუსტად 15 წუთი გაატარა და თავი 7 ქულას, 3 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

„უნიკახას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ბრაიან რობერთსმა შეიტანა, რომელმაც აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. მატიას ლესორტმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. კაილ ვილტიერმა კი 8 ქულა მიითვალა.

„უნიკახა“ 3 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ჯერჯერობით დაუმარცხებელ „ვალენსიას“ შეერკინება.

ასევე იხილეთ - ზაზა ფაჩულიას ღირსეული ჟესტი

მსგავსი სიახლეები