მესიმ რონალუს კიდევ ერთხელ აჯობა
„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული „ფერარის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „AS“ ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, არგენტინელმა ფეხბურთელმა 1957 წელს გამოშვებული „Ferrari 335 S Spider Scaglietti“ 32 მილიონ ევროდ შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილის საკუთარ ავტოფარეხში ხილვის სურვილი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ, კრიშტიანუ რონალდუსაც ქონდა, თუმცა პორტუგალიელი აუქციონის დროს მესისთან დამარცხდა.