რადარიდან გამქრალ თვითმფრინავში ''კარდიფის'' ფეხბურთელი იმყოფება
Aa
Aa

რადარიდან გამქრალ თვითმფრინავში ''კარდიფის'' ფეხბურთელი იმყოფება

''კარდიფ სიტის'' ფეხბურთელი ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. ბრიტანული მედიის ცნობით თვითმფრინავი, რომელშიც სალა იმყოფება, რამდენიმე საათია რადარიდან გაქრა. 

სალა Piper PA-46 Malibu-ს ტიპის თვითმფრინავით გაემგზავრა. მოთამაშეს უელსში 21 იანვარს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ელოდნენ.

არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვეში ''ნანტიდან'' პრემიერლიგის კლუბში გადავიდა. მას ასევე უთამაშია ''ბორდოში,'' ''ნიორსა'' და ''კაენში.''

ფეხბურთელის სანაცვლოდ უელსურმა კლუბმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც ''კარდიფის'' ისტორიაში სარეკორდოა. 

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის სალა 12 გოლით მესამე ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ მბაპესა და ნიკოლას პეპეს ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები