ვერატიმ შესაძლოა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრა გამოტოვოს
Aa
Aa

ვერატიმ შესაძლოა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრა გამოტოვოს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-ს მეტოქე ''მანჩესტერ იუნაიტედი'' იქნება. ფრანგული კლუბის იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ შესაძლოა პირველი დაპირისპირება გამოტოვოს.

პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ვერატიმ ''გენგამთან'' შეხვედრაში მარცხენა ფეხის მუხლზე ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე უცნობია როდის დაუბრუნდება ვერატი მინდორს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში პსჟ-მ შინ 9:0 გაანადგურა ''გინგამი.'' გოლები ნეიმარის (2), მბაპეს (3), კავანის (3) და მუნიეს ანგარიშზეა.

ვერატი ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს. ტომას ტუხელმა თამაშში გერმანელი ნახევარმცველი დრაქსლერი ჩართო.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებს, 12 თებერვალს ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ტუხელის გუნდს უმასპინძლებს. საპასუხო მატჩი 6 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები