ბელერინის ტრავმა შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს
ლონდონის ''არსენალის'' ესპანელი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი შიშობს, რომ ექტორ ბელერინის ტრავმა შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს.
''ველოდებით საბოლოო დასკვნას, თუმცა წინასწარი პროგნოზით ბელერინის მუხლის ტრავმა შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები პოზიტიური არაა.
This doesn't look good... Bellerin's been stretchered off after going down in the Chelsea half
— Arsenal FC (@Arsenal) January 19, 2019
We're all with you, @HectorBellerin ❤️#ARSCHE pic.twitter.com/PyWieXN3Gy
ჩვენ გუნდშია აინსლი მაიტლანდ-ნაილსი, მან ''ჩელსისთან'' კარგად ითამაშა. მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩვენს გუნდშია ლიხშტაინერი, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია. ნუ დავივიწყებთ კარლ ჯენკინსონს, რომელმაც რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს დახმარება გაუწია.''
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში ლონდონის ''არსენალმა'' საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი ''ჩელსი'' 2:0 დაამარცხა. გოლები ლაკაზეტისა და კოშიელნის ანგარიშზეა.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ''არსენალი'' 44 ქულით მე-5 ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ''ჩელსის'' 3 ქულით ჩამორჩება.