''საბურთალოს'' ორი ახალწვეული
საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში ლევან კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი ჩაირიცხნენ. ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მათ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
28 წლის კაკუბავას ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაში შეუძლია. მას თბილისის ''დინამოს,'' ''ბორჯომის,'' რუსთავის ''მეტალურგის,'' ''ცხინვალისა'' და ''სამტრედიას'' მაისურით უასპარეზია. 2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კაკუბავა ''ჩიხურას'' ღირსებას იცავდა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება დენის შელიხოვს, 29 წლის უკრაინელი 2006-17 წლებში ''დნიპროს'' მეკარე იყო, თუმცა სასტარტო შემადგენლობის წევრად არასდროს ითვლებოდა. მისი თანაგუნდელები ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე იყვნენ. ''დნიპროს'' შემდეგ ბელარუსიის ჩემპიონატში გამოდიოდა, ჯერ ''ისლოჩში,'' შემდეგ კი ''ლუჩში'' ასპარეზობდა.
ფოტო: eliga.ge