ჯანო ჩაშლილ ტრანსფერზე და თავის მომავალზე -
Aa
Aa

ჯანო ჩაშლილ ტრანსფერზე და თავის მომავალზე - "ჩემთვის პრიორიტეტული "ვიტესი" იყო"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანოს „ვიტესში“ გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა, გარიგება არ შედგა და „სპარტაკის“ საკუთრებაში მყოფი ქართველი „კრილია სოვეტოვში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ჯანომ „სპარტაკის“ ოფიციალურ ვებ გვერდთან ინტერვიუში „ვიტესში“ ჩაშლილ ტრანსფერზე და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.

„არ ვმალავ, რომ ევროპაში ძალების მოსინჯვის სურვილი მქონდა. „ვიტესის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუქცკიმ გუნდში მიმიწვია და პრიორიტეტული ჩემთვის ზუსტად ეს წინადადება იყო.

სამწუხაროდ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ფინანსურ დათმობებზე წავედი, ტრანსფერი მაინც ვერ შედგა.

მადლობას ვუხდი „სპარტაკს“, რომ არჩევანის საშუალება მომცა. „კრილია სოვეტოვმა“ შემოთავაზება „ვიტესამდე“ გააკეთა და ამიტომ იმ მომენტისთვის მოცდა და ფიქრი ვამჯობინე.

ახლა უკვე „ვიტესის“ ვარიანტი ჩავარდა და „კრილიაში“ მივდივარ. სხვა შემოთავაზებებიც იყო რუსეთიდან, თუმცა „კრილიას“ მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა. მას სიტყვა მივეცი, რომ თუ საზღვარგარეთის ვარიანტი ჩავარდებოდა, მათ წინადადებას დავთანხმდებოდი.

თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ. ამას გავაკეთებ! მე მებრძოლი ვარ. ხუთი წუთით თამაში არ მინდა, მოედანზე რეგულარულად მთელი ჩატჩების ჩატარება მჭირდება, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და ამის შემდეგ „სპარტაკში“ დავბრუნდე“.

მსგავსი სიახლეები