8 ქულა, 8 მოხსნა! გოგა ბითაძის
Aa
Aa

8 ქულა, 8 მოხსნა! გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" კვლავ დამარცხდა

ევროლიგაზე გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტის" წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს. მონტენეგრულ გუნდს უსიამოვნო სვლის შეწყვეტა "მაკაბისთან" შეეძლო, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში, 81-76, დამარცხდა.

შეხვედრის საწყის სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა კლუბმა მოახერხა. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელები 1 ქულით იგებდნენ, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.

გოგა ბითაძეს საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:25 წუთი გაატარა და აქტივში 8 ქულა, ამდენივე მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო გააფუჭა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15-ს უწია და საკუთარ გუნდში ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნორის კოულს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.

"ბუდუჩნოსტისთვის" აღნიშნული მარცხი ევროლიგაზე მეთოთხმეტეა. მონტენეგრული გუნდი 3 მოგებითა და 14 წაგებით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციას იკავებს. ბითაძე და კომპანია შემდეგ შეხვედრას საკუთარ კედლებში, "დარუშაფაქას" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები