ქართველი ფეხბურთელი ალი ქარიმის გუნდში
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი ალი ქარიმის გუნდში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ნოზაძე კარიერას ირანიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 22 წლის მოთამაშე ''საპიდრუდ რეშტთან'' 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ინფორმაცია CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა.

ლუკა ნოზაძის გუნდი ირანის ელიტარულ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ირანელი ფეხბურთელი, 40 წლის ალი ქარიმია, რომელიც კლუბის მფლობელია და ამასთან ერთად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა.

2005-07 წლებში ალი ქარიმი მიუნხენის ''ბაიერნის'' ღირსებას იცავდა. ირანელი მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა.

 

რაც შეეხება ლუკა ნოზაძეს, გასულ წელს ამპლუით მცველი გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში არ ათამაშა.

ლუკა ნოზაძეს რუსთავის ''მეტალურგსა'' და ლანჩხუთის ''გურიაში'' უთამაშია.

2017 წლის ზაფხულიდან გასული სეზონის ბოლომდე ბოლნისის ''სიონში'' ასპარეზობდა. 2018 წლის სეზონში ეროვნული ლიგის 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 ყვითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები