მესი 51 - 49 რონალდუ: სტატისტიკა, ისტორია და მიმდინარე სეზონი
Aa
Aa

მესი 51 - 49 რონალდუ: სტატისტიკა, ისტორია და მიმდინარე სეზონი

თუ არ ჩავთვლით ინგლისსა და "ბოქსინგ დეის", 2018 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულებულია.

29 დეკემბერს წლის ბოლო შეხვედრა გამართა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც "სამპდორიას" დუბლი შეუსრულა და კალენდარული წელი 49 გოლით დაასრულა.

რონალდუმ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კი პენალტით, გამარჯვების გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა. ეს რეკორდი აქამდე "იუვეს" კიდევ ერთ მოთამაშეს, რუი ბაროშს ეკუთვნოდა, რომელმაც 1988-1989 წლებში 12 გოლი შეაგდო.

ცნობისთვის, 2010 წლის შემდეგ ეს პირველი კალენდარული წელია, რომელშიც პორტუგალიელმა 50 გოლის გატანა ვერ შეძლო. კრიშტიანუს საუკეთესო მაჩვენებლი 2013 წლის სეზონში ჰქონდა, როდესაც მის ანგარიშზე 69 გოლი იყო.

რა თქმა უნდა ყოველთვის საინტერესოა, თუ რა შედეგებს აფიქსირებენ რონალდუ და მესი. 2018 წელი არგენტინელმა 51 გოლით დაასრულა და პორტუგალიელს ორი ბურთით აჯობა.

მესიმ ბოლო 9 წლიდან 8-ჯერ შეძლო და ერთ კალენდარულ წელში 50 გოლიანი ნიშნული გადალახა. გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა ლეომ 47 შეხვედრაში მხოლოდ 45 გოლი გაიტანა.

არგენტინელმა საუკეთესო შედეგი 2012 წელს დააფიქსირა - 91 გოლი! ეს არამხოლოდ მისთვის, არამედ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

რა თქმა უნდა მესი და რონალდუ ოქროს ბურთთან ერთად ოქროს ბუცისთვის ბრძოლაშიც კვლავინდებურად მთავარი ფავორიტები იქნებიან. 2018-2019 წლების სეზონში მათი მონაგარი ასე გამოიყურება:

რონალდუ - 14 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

მესი - 15 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

მიმდინარე სეზონი გამონაკლისი არ იქნება. ფეხბურთის ორი ცოცხალი ლეგენდა შეეცდება დაამტკიცოს, რომ მოდრიჩისთვის ოქროს ბურთის გადაცემის მიუხედავად მათი ეპოქა არ დასრულებულა.

ვინ იცის, იქნებ ჩემპიონთა ლიგაზე (2009 წლის შემდეგ) მესისა და რონალდუს საოცნებო ფინალიც კი ვიხილოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები