„იუვენტუსი“ ლუკაკუს გადმობირებით დაინტერესდა
Aa
Aa

„იუვენტუსი“ ლუკაკუს გადმობირებით დაინტერესდა

იტალიური გამოცემის, „CalcioMercato“-ს ინფორმაციით ტურინის „იუვენტუსს“ საკუთარ რიგებში რომელუ ლუკაკუს ხილვა სურს. ეს უკანასკნელი არასტაბილურობით გამოირჩევა და სასურველი ფორმის დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს. ლუკაკუმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით წლევანდელ სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 6-ჯერ აიღო.

აპენინური გაზეთის ცნობით „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა ლუკაკუს მარიო მანჯუკიჩის შემცვლელად განიხილავს.

"Daily Mail"-ის ინფორმაციით რომელუს აგენტი, მინო რაიოლა, გასულ კვირას „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებს შეხვდა და მათთან რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განიხილა. ბრიტანული ტაბლოიდის ცნობით ერთ-ერთი ლუკაკუს კანდიდატურა გახლდათ. რომელუს გარდა ტურინელებს მარსიალის, დარმიანის და პოგბას გადმობირება სურთ.

ბელგიელი თავდამსხმელი „იუნაიტედში“ 2016 წელს გადაბარგდა. „წითელმა ეშმაკებმა“ მის სანაცვლოდ 89 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 49 ქულით „სერია ა“-ს ლიდერობას არავის უთმობს. მეორე პოზიციას 41 ქულით „ნაპოლი“ იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერს“, ამ უკანასკნელს წლევანდელ სეზონში განსხვავებული გეგმები აქვს. ოლე გუნარ სოლსკიაერის კოლექტივი მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები