მაურიციო სარიმ მოურინიოს მხარდაჭერა გამოუცხადა
Aa
Aa

მაურიციო სარიმ მოურინიოს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ლონდონის ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერის“ თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს და ახალი კლუბის ძიებაშია.

მოურინიოს მომდევნო სამსახურის შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება. ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ „განსაკუთრებულის“ გადმობირება „რეალს“ სურს, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს არავინ იცის.

სარიმ მოურინიოს შესახებ პრემიერ ლიგის მორიგი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: „მოურინიომ წარმატებას ყველგან მიაღწია. ჟოზეს მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს. იგი შესანიშნავი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია“.

„მოურინიოს, როგორც სპეციალისტს ყოველთვის ვაფასებდი და იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელის საქმიანობას მალე დაუბრუნდება".

მაურიციო სარის „ჩელსი“ მომდევნო ტურში „ლესტერს“ დაუპირისპირდება. „არისტოკრატები“ 37 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და თუ იტალიელ სპეციალისტს დავუჯერებთ, წლევანდელ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები