ჩისკომ ''დინამოსთან'' სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

ჩისკომ ''დინამოსთან'' სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი უბრუნდება. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის, ზაურ სვანაძის ასისტენტად იმუშავებს. მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ამ ეტაპზე ''ვალენსიას'' ყოფილ ნახევარმცველს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.

ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა. საქართველოს ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა. თბილისის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასისა და თასის გამარჯვებული გახდა.

2016-18 წლებში ჩისკო ''ხიმნასტიკის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ამავე პერიოდში ესპანური გუნდის ღირსებას ოთარ კაკაბაძე იცავდა.

ჩისკოს საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი ''ვალენსიას'' უკავშირდება. 2003-04 წლების სეზონში რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი და უეფას თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები