შაშიაშვილმა ''დილა'' დატოვა
Aa
Aa

შაშიაშვილმა ''დილა'' დატოვა

საფეხბურთო კლუბი გორის ''დილა'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შაშიაშვილი გუნდს სათავეში მიმდინარე სეზონში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ''დილამ” 18 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 8  მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 5 მატჩში დამარცხდა. მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე შაშიაშვილი ''დილაში'' მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ასისტენტად მუშაობდა.

2018 წლის ეროვნულ ლიგაში ''დილა'' 63 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

ამ ეტაპზე შაშიაშვილის შემცვლელი უცნობია.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები