Aa
Aa

შერმადინის ეფექტური ჩატენვა და დამარცხებული "ბარსელონა"

“უნიკახამ” მალაგაში ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78 - 73 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა  4 ქულა ჩააგდო, საიდანაც ბოლო 2 საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი გამოდგა. დაპირსპირების დასრულებამდე 20 წამით ადრე გიორგიმ საჯარიმოში შორეული პასი მიიღო და ეფექტური გდებით “უნიკახა” 78:73 დააწინაურა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 17:38 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო გააცუდა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახამ” 9 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” და მადრიდის “რეალთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. მალაგელები მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, ისევ შინ, სწორედ “ბასკონიასთან” გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები