Aa
Aa

"დღეს ჩემი დაბადების დღე არაა შე ნაბი**არო!" ფაჩულიასა და დურანტის სახალისო მიმოწერა

"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დურანტმა, "ინსტაგრამზე" ზაზა ფაჩულიასთან გამართული საკმაოდ უცნაური და სახალისო მიმოწერა გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით დიალოგში განსაკუთრებული არაფერია და ზაზა ყოფილ თანაგუნდელს დაბადების დღეს 7 დეკემბერს (ამერიკის დროით) ულოცავს, მაგრამ "პრობლემა" ის გახლავთ, რომ დურანტის იუბილე სექტემბერში იყო...

ზაზა: "დაბადების დღეს გილოცავ ძმაო! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! ნელ-ნელა მეწევი".

დურანტი: "დღეს ჩემი დაბადების დღე არაა შე ნაბი**არო! ამ ყველაფერს "ინსტაგრამზე" გამოვაქვეყნებ და მთელ მსოფლიოს ვანახებ რა ცუდი თანაგუნდელი ხარ".

ზაზა: "ჯანდაბა! შენი დაბადების დღე ხომ 28 სექტემბერსაა".

დურანტი: "29-შია!". ახლავე შეწყვიტე ჩემთან მიმოწერა. მიყვარხარ".

ზაზა: "ამ მიმოწერაში ერთადერთი კარგი რამ ისაა, რომ შენზე ვფიქრობ".

დურანტი: "ჰაჰა! ეს ყველაფერი სიმართლეა! მენატრები ძმაო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები