შეთანხმება შედგა - ხარაიშვილი 2022 წლამდე ''გიოტებორგის'' ფეხბურთელია
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ხარაიშვილი 2022 წლამდე ''გიოტებორგის'' ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შვედური ''გიოტებორგის'' ღირსებას 2022 წლის ივლისამდე დაიცავს.

''გიოტებორგის'' სპორტულმა მენეჯერმა იონას ოლსონმა აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაფორმება კლუბის ხელმძღვანელთა დიდი სურვილი იყო, რადგან ქართველ ფეხბურთელში დიდ პოტენციალს ხედავენ.

შვედური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''საბურთალოსა'' და ''გიოტებორგს'' შორის შეთანხმება შედგა. შეგახსენებთ, 2018 წლის სეზონში ''საბურთალომ'' ხარაიშვილი ''გიოტებორგში'' გაანათხოვრა, სადაც მოთამაშემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. 

''საბურთალოს'' აღზრდილმა შვედეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''გიოტებორგი'' ახალი სეზონისთვის მზადებას 2019 წლის 3 იანვარს დაიწყებს.

ხარაიშვილი, რომელსაც საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

ხარაიშვილმა ''საბურთალოს'' პირველი გუნდის მაისურით 2013-17 წლებში 114 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები