შესარჩევი ეტაპის მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

შესარჩევი ეტაპის მეტოქეები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრებების წილისყრა გაიმართა. სადაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების მეტოქეები გაირკვა.

17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის,უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფის მასპინძელი პორტუგალიაა. ჯგუფის მატჩები 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

რაც შეეხება 19-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის,უნგრეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.უნგრეთი ჯგუფის მასპინძელია. ჯგუფის მატჩები 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები