Aa
Aa

"ფულემი" სკანდალში გაეხვა

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ფულემი“ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. Daily Mail-ის ინფორმაციით ჟან ლუი დიუპონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას წერილით მიმართა და ჟან მიშელ სერის ტრანსფერის გამოძიება მოთხოვა.

ლონდონელებმა ლე მარშანისა და სერის სანაცვლოდ 25 მილიონი გადაიხადეს. ფრანგული გამოცემების ცნობით კოტ-დივუარელის ღირებულებამ მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც ადეკვატური თანხა ნამდვილად არაა.

გავრცელებული ინფორმაციით სერიმ საფრანგეთის სასამართლოში „ნიცას“ წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა. მისი თქმით ფრანგულ გუნდს ბონუსის გადახდა არ სურდა და 10 მილიონად სწორედ ამიტომ გაასხვისა.

დიუპონი ამ მოსაზრებას ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ გარიგებაში ორივე მხარე იყო ჩართული. ბელგიელი ადვოკატის თქმით „ფულემის“ წარმომადგენლებს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებოდათ, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ.

ფინანსებით მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა. კოტ-დივუარული და პორტუგალიური კლუბები დარწმუნებულები არიან, რომ „ნიცამ“ სერის 10 მილიონად გაყიდვის გადაწყვეტილება ბონუსის გადახდის სურვილის არქონის გამო მიიღო.

მსგავსი სიახლეები