დიეგო კოშტას ბრაზილიაში ოპერაცია ჩაუტარდება
Aa
Aa

დიეგო კოშტას ბრაზილიაში ოპერაცია ჩაუტარდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, დიეგო კოშტა დაზიანებულ ფეხზე მკურნალობას აგრძელებს. "როხიბლანკოს" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, იგი ბრაზილიაში უნდა გაემგზავროს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება.

კოშტას პრობლემატური პერიოდი ჰქონდა, 2018 წელს ლა ლიგის 26 შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, რაც, შესაძლოა, იმის ბრალიც გახლდათ, რომ ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა. ბრაზილო-ესპანელმა ვარსკვლავმა გასულ უქმეებზე "ჟირონას" წინააღმდეგ ითამაშა, დღეს კი ბრაზილიის გზას დაადგა.

მედიკოსთა ვარაუდით, კოშტას დაახლოებით 2 თვით დასვენება მოუწევს, შესაბამისად, მის დაბრუნებას თებერვლის დასაწყისში ელოდებიან. არაა გამორიცხული, რომ 30 წლის ფორვარდი, 9 თებერვალს გასამართი მადრიდული დერბისთვის მზად იყოს - "ატლეტიკოსა" და "რეალის" აღნიშნული მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა გაიმართოს.

ასე რომ, დიეგო სიმეონეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჩანაცვლება, ნიკოლა კალინიჩით მოუწევს. ხორვატმა თავდამსხმელმა ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები