Aa
Aa

ზედრამატული მატჩი და ორქულიანი სხვაობით დამარცხებული ისრაელის ნაკრები

თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ისრაელს უმასპინძლა და მეტოქეს საოცრად დაძაბულ ბრძოლაში, 71-69, სძლია.

პირველი მეოთხედი დაბალშედეგიანი გამოდგა და გუნდებმა ჯამში 20 ქულა ჩააგდეს. მომდევნო ათწუთეული ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენებმა აღნიშნულ პერიოდში 25-19 იმარჯვეს.

მეორე ნახევარი ზუროსის კოლექტივის კარნახით დაიწყო, თუმცა ებრეალებმა მეოთხედის დასკვნით ნაწილში გაქცევა მოაწყვეს და გულშემატკივრებმა ზედრამატული მეოთხე მეოთხედი იხილეს.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 22 წამით ადრე კოენმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო შეტევაში ცინცაძემ შორეული ორიანი გააფუჭა. ბურთის ჩაგდება ვერც ისრაელის ნაკრების წევრებმა მოახერხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

სიტუაცია არც დამატებულ ხუთწუთეულში შეცვლილა და მატჩი ქულა ქულაში წარიმართა. გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ნაკრების ლიდერად გიორგი შერმადინი მოგვევლინა, რომელმაც ჩვენების მიერ ჩაგდებული 7 ქულიდან 6 დააგროვა და ყველაფერთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა. ახალგაზრდა ცენტრმა 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნა გაიფორმა. გიორგი ცინცაძემ აქტივში 14 ქულა ჩაიწერა, ხოლო გიორგი შერმადინმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები